კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 30 ოქტომბერი
წერო მიტანის სერვისია სენაკში. ეს პოლიტიკა აგიხსნით, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როცა ვებგვერდით ან მობილური აპლიკაციით შეუკვეთავთ, რისთვის გვჭირდება და რა უფლებები გაქვთ.
1. რას ვაგროვებთ
- სახელს და ტელეფონის ნომერს.
- მიწოდების მისამართს და, თუ თავად გააზიარებთ, მდებარეობის GPS ნიშნულს.
- შეკვეთის შინაარსს: პროდუქტებს, თავისუფალი ფორმით დაწერილ მოთხოვნას, კომენტარს კურიერისთვის და თანხას.
- სერვისის დასაცავად საჭირო ტექნიკურ მონაცემს: IP მისამართის შეუქცევად ანაბეჭდს (hash), რომლითაც SMS-ების ბოროტად გამოყენებას ვზღუდავთ.
2. რისთვის ვიყენებთ
- შეკვეთის მისატანად: მაღაზია ამზადებს, კურიერს კი თქვენს მისამართზე მოაქვს.
- SMS შეტყობინებებისთვის: დადასტურების კოდები და შეკვეთის სტატუსი, SMS პროვაიდერ GoSMS.ge-ს მეშვეობით.
- რომ დისპეჩერმა დაგირეკოთ და დააზუსტოს შეკვეთა, ფასი ან მისამართი.
თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
3. სად ინახება
მონაცემები ინახება დაცულ ღრუბლოვან მონაცემთა ბაზაში (Supabase, ევროკავშირის რეგიონი). მათზე წვდომა აქვს მხოლოდ წეროს გუნდს, რომელიც შეკვეთებს ამუშავებს.
4. ვის ვუზიარებთ
- მაღაზიას, რომელიც შეკვეთას ამზადებს, და კურიერს, რომელიც მოგიტანთ: მხოლოდ იმას, რაც მათ სჭირდებათ (სახელი, ტელეფონი, მისამართი და შეკვეთა).
- GoSMS.ge-ს, რომ SMS თქვენს ნომერზე მივიდეს.
სხვა არავის, თუ ამას კანონი არ მოითხოვს.
5. რამდენ ხანს ვინახავთ
ანგარიშის მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში არსებობს. შეკვეთების ჩანაწერები ინახება იმდენ ხანს, რამდენსაც ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს; ანგარიშის წაშლის შემდეგ ისინი თქვენს ანგარიშს აღარ უკავშირდება.
6. ქუქი-ფაილები
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს და ბრაუზერის მეხსიერებას: კალათის, ენისა და თემის დასამახსოვრებლად, ნომრის დადასტურებისთვის და თანამშრომლების ავტორიზაციისთვის. სარეკლამო ან თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.
7. თქვენი უფლებები
- გაიგოთ, რა მონაცემები გვაქვს თქვენ შესახებ.
- შეგვასწორებინოთ არასწორი მონაცემი.
- წაშალოთ ანგარიში: აპლიკაციაში პროფილი → ანგარიშის წაშლა, ან დაგვირეკეთ 598 32 62 62.
კონტაქტი
წერო, სენაკი, საქართველო. კითხვებისთვის დაგვირეკეთ:
+995 551 32 62 62